COVID-19 საქართველოში – 19 აპრილის მონაცემები

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 3,58%. დღეისათვის აცრილია 30.209 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 281.574 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 659), გარდაიცვალა – 3.949 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 277, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.174 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 437 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 9.750 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 5.650, PCR–ტესტი – 4.100.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 3,58%.

ამჟამად სულ აცრილია 30.209 პირი, დღიურად აცრილია - 1025 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.