ზემო სვანეთში ადგილობრივებმა პოლიციელებს სცემეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადიოთ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი,18 აპრილი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივებმა სამართალდამცველებს კომენდანტის საათის დროს სცემეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ორი საქმის ფიგურანტი ოპოზიციონერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შემთხვევა 17 აპრილს მოხდა. მასში, სავარაუდოდ, ხუთი ადგილობრივი მონაწილეობდა, მათგან სამი დაკავებულია -  ძმები და მათი ბიძა. ინცინდენტის მონაწილე ორ პირს კი  სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  კომენდანტის საათის დროს პატრულირებისას მოქალაქეები გააჩერეს, რომლებმაც პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ ჩადენილ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.