ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 აპრილს

სამშაბათს დედაქალაქში წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ღამით, დღისით მოიღრუბლება, მაგრამ იქნება თბილი ამინდი - ჰაერი 24-25 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik.  ცვალებადი მოღრუბლულობა და ღამის საათებში მცირე წვიმა - ასეთ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 20 აპრილს.

მზე ამოვა 06:13 საათზე და ჩავა 19:46 საათზე.

ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა 16-17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი ჰაერი 24-25 გრადუსამდე გათბება.