ყვითელი ამბები

„ახალგაზრდაა და ლამაზი...“ - ვის გამო დაინგრა მარინა ბერიძის 42-წლიანი ოჯახი

მუსიკოსმა მარინა ბერიძემ მეუღლესთან დაშორების დეტალებზე ისაუბრა. აი თურმე რეალურად რა გახდა მიზეზი მათი იდილიის დაშლის
Sputnik

მუსიკოსი მარინა ბერიძე აცხადებს, რომ 42-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მისი და მისი ყოფილი მეუღლის, ზურაბ ლალიაშვილის დაშორების რეალური მიზეზი, მისი დატვირთული სამუშაო გრაფიკი გახდა.

მუსიკოსი გადაცემა „სთორიში“ იხსენებს, რომ ერთი პერიოდი სამი სამსახური და ხუთი პროექტი ერთად ჰქონდა, სახლში ღამით მიდიოდა და ქმარი ვერ ეტყოდა სამსახურისთვის თავი დაენებებინა, ამიტომ გაიქცა.

„ძალიან გვიან მივხვდი. ხომ არის რაღაც, რაც ვერ წამოგიდგენია… მე ის როგორი ქალია არ ვიცი. რა თქმა უნდა, ნანახი მყავს. ახალგაზრდაა და ლამაზი. გინდა დაიჯერე და გინდა – არა. რვა წელია, თვალით არ მინახავს და რომ ვნახო, არ ვიცი, ვინ არის, არ ვიცნობ…“,  - დასძენს მუსიკალური პროდიუსერი.

მარინა ბერიძე მეუღლეს 65 წლის ასაკში 2014 წელს დაშორდა. წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსი ამბობდა, რომ მისმა მეუღლემ არჩევანი შვილის ტოლა ქალზე გააკეთა, რომელიც მომღერალია და მარინა ბერიძის სტუდიაში სიმღერის ჩასაწერად დადიოდა ხოლმე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ქალი მომღერალი რუსუდან მუმლაძეა.