კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში: რეგიონის კლინიკებში 253 პაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით თბილისის და აჭარის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი  123 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 66 ადამიანი.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში 104 პირი იმყოფება.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში მყოფთა რაოდენობა სულ  253 პაციენტს შეადგენს.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

რუხის კლინიკაში  140 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 12. 

ფოთის კლინიკაში  40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტია.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტი იმყოფება.

სენაკში „ლაზიკა მედიში“ კი  - 46 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 294.540-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია