დიდ ბრიტანეთში პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები, გამონაკლისს შადგენენ ოპერატორები, რომლებიც პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებენ
Sputnik

თბილისი, 17 არილი — Sputnik. უინძორის სასახლეში ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს გარდაიცვალა, ივნისში მას 100 წელი შეუსრულდებოდა. დედოფლის კონსორტის, მეუღლის სტატუსით ედინბურგის ჰერცოგმა 22 ათასი დამოუკიდებელი ღონისძიება გამართა და 637 უცხოური ვიზიტი განახორციელა. პენსიაზე გასვლის მომენტისთვის, 2017 წლის აგვისტოში პრინცი პატრონაჟს 785 ორგანიზაციას უწევდა.

ცრემლები, ყვავილები, დაშვებული დროშები: ბრიტანელები პრინც ფილიპს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

ელისაბედ მეორის და პრინც ფილიპის ქორწინებამ 73 წელს გასტანა. მათ ჰყავთ ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და მალე მე-11 შვილთაშვილი შეეძინებათ. დაკრძალვას ესწრება ყველა შვილი და შვილიშვილი, შვილთაშვილები ცერემონიაში არ მონაწილეობენ.

გარდაცვლილი სასახლიდან უკვე გამოასვენეს: ის მიჰყავთ კატაფალკით - Land Rover-ით, რომელიც პირადად ედინბურგის პრინცმა დააპროექტა.

სასახლეს მიაცილებენ პრინცის და დედოფლის ვაჟები, შვილიშვილები, პრინცები უილიამი და ჰარი (ჰარი ბრიტანეთში კალიფორნიიდან გასულ უქმეებზე დაბრუნდა და დაკრძალვის დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა), ასევე სამეფო ოჯახის სხვა წევრები და პრინც ფილიპის კარის თანამშრომლები.

დამსწრეები მთელ ქვეყანასთან ერთად ჰერცოგს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ, შემდეგ კი დაიწყება პრინცის პანაშვიდი, რომელსაც, კოვიდსაწინააღმდეგო წესების მიხედვით, მხოლოდ 30 ნათესავი დაესწრება.