წვიმა და სეტყვა: სინოპტიკოსების პროგნოზი

უახლოეს დღეებში ქვეყნის რიგ რეგიონებში, მათ შორის თბილისში, ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს მიაღწევს.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 16–19 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დღისით დაბლობში ჰაერი პლუს 20–25 გრადუსი იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 22–24 გრადუსია ნავარაუდევი.