შუახევში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, უწყება დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, მანამდე კი ისინი ნაქირავებ ფართებში დაბინავდებიან.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

შემთხვევა სოფელ ბარათაულში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ასევე დაიწვა საქონლის სამი სადგომი, რასაც 16 სული პირუტყვი ემსხვერპლა.

ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ ხის სახლს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სახანძრო–სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.

შუახევში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, უწყება დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, მანამდე კი ისინი ნაქირავებ ფართებში დაბინავდებიან.

ხანძრის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახისთვის აჭარის ბიუჯეტში ერთჯერადად 15 ათასი ლარის ოდენობის დახმარებაა გამოყოფილი.