საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევრობონდები განათავსა

საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევროობლიგაციები 2011 წლის მარტში გამოშვებული ბონდების რეფინანსირების მიზნით განათავსა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსება დაასრულა, დაწერა სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევროობლიგაციები 2011 წლის მარტში გამოშვებული ბონდების რეფინანსირების მიზნით განათავსა.

ქართულმა კორპორაციამ ევროობლიგაციები შესაძლოა ვადამდე დაფაროს

„ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%“, - დაწერა ხუციშვილმა.

ფინანსთა სამინისტრო განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ევრობონდების განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი საინვესტიციო ბანკებთან – JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart, იურიდიულ მრჩევლებთან Backer & McKenzie და BLC და ფისკალურ აგენტ Citi-სთან ერთობლივად ჩატარდა.

2011 წელს საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 10-წლიანი დაფარვის ვადის 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილია. არსებული ევროობლიგაციების ძირითადი თანხის დასაფარად და ფინანსური რესურსების მოსაზიდად აუცილებელი გახდა ახალი ევრობონდების გამოშვება.