საკურას ყვავილობა: იაპონური ბაღი დამთვალიერებელს ელოდება

იაპონური ესთეტიკა, სუფთა ჰაერი და აყვავებული ხეები – თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ლამაზი სანახაობა ელოდება.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებელს იაპონური კულტურის ახლოს გასაცნობად და საკურას ყვავილობის სანახავად 16–18 აპრილს ეპატიჟება. ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს

საკურას ყვავილობა: იაპონური ბაღი დამთვალიერებელს ელოდება

ლამაზად მოყვავილე საკურა – იაპონურ ბაღში მოეწყობა ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა იაპონურ თემაზე,  დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა იაპონურ კულტურაზე საინტერესო ფაქტებს. გარდა ამისა, გაიმართება ბონსაის კოლექციის გამოფენა.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ორგანიზატორები საზოგადოებას შეზღუდვების შესახებაც აფრთხილებენ: ბაღის ტერიტორიაზე შესვლისას დამთვალიერებელი თერმოსკრინინგს გაივლის, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება.

ბაღი დამთვალიერებელს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე უმასპინძლებს.