ყვითელი ამბები

რა აჩუქა ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეზე მილიონერმა მეუღლემ – მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

ნინი ქარსელაძე გათხოვებას მალავდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ნინის და მისი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა.
Sputnik

მომღერალ ნინი ქარსელაძეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. იუბილარი 30 წლის გახდა და უამრავი საჩუქარიც მიიღო. მომღერალმა საჩუქრების ნაწილი „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს გაუზიარა. ყველაზე საინტერესო კი მეუღლის, ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილის საჩუქარი იყო.

ნინიმ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ხელზე ულამაზესი ბეჭედი უკეთია. ნინის კომენტარებში უწერენ, რომ წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება და ბედნიერებას უსურვებენ. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალმა საზოგადოებისგან მალულად იქორწინა. ნინის რჩეული თაზო ჯახუტაშვილი მასზე 8 წლით უფროსია.

შვილის გათხოვებას სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნინი დიდი ხანია გათხოვილია და სადამდეც შეძლეს, ეს სიახლე საიდუმლოდ შეინახეს.

ცნობილი გახდა, რომ ნინის მეუღლე 38 წლის ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი წლების წინ ქორწინებაშიც იმყოფებოდა და პირველი მეუღლისგან ორი შვილიც ჰყავს.