დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, მოუსმინონ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და ოპოზიციას კომპრომისული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.
Sputnik
დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, მოუსმინონ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას
„მაშინ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები მზადყოფნას აცხადებენ მოლაპარაკებებისთვის და თითქოს მზად არიან კომპრომისული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ გარკვეულ აქციებს აანონსებენ. კარგი იქნება მათთვის, თუ ყურს დაუდგებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პირდაპირ მოწოდებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას ეხება, თუმცა გამოკვეთილად, ალბათ, დესტრუქციული ოპოზიციისთვის უნდა იყოს ყურადსაღები. ყველა ჩვენი პარტნიორი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მათ, რომ შებრძანდნენ პარლამენტში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" კონსტრუქციული თანამშრომლობა პარტნიორებთან და ხაზი გაუსვა მათთვის მოლაპარაკების მნიშვნელობას.