ბრძოლა რიონისათვის: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები უკან არ იხევენ – ფოტო

Sputnik

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი ნახევარი წლის წინ დაიწყო. დემონსტრანტები მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვენ.

დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ჰესი ბუნებაზე დამანგრეველ გავლენას იქონიებს და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

საქართველოს ხელისუფლებაში პასუხად აცხადებენ, რომ კასკადის მშენებლობას ექვსი თვით აჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ გადამოწმდეს პროექტის ყველა დეტალი. თუმცა, კონტრაქტის გაუქმებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

1 / 15
ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი თემა ქართულ მედიაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობა გახდა - პროტესტს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები უერთდებიან
2 / 15
კარვების ადგილზე, რომლებიც მანამდე პოლიციამ აიღო, ახლები გაიშალა
3 / 15
აქციების მონაწილეები მრავალდღიანი დემონსტრაციისათვის ემზადებიან
4 / 15
მშენებლობის ადგილისკენ მიმავალი გზა რკინის ჯებირებით გადაიკეტა
5 / 15
აქციებმა მთელი იმერეთის რეგიონი მოიცვა. ქუთაისის ცენტრში უკვე არაერთხელ გაიმართა საპროტესტო გამოსვლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
6 / 15
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეპროტესტე - ვარლამ გოლეთიანი ქუთაისში მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს
7 / 15
ქუთაისში დემონსტრანტებმა მიტინგების გარდა მსვლელობებიც გამართეს
8 / 15
დემონსტრაციები გაიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და ადმინისტრაციულ შენობებთან. ფოტოზე- ქუთაისის მერია, სადაც ასევე მდებარეობს რეგიონული ადმინისტრაცია
9 / 15
აქ კი „ნამახვან ჰესის“ მოწინააღმდეგეები ქუთაისის სასამართლოს შენობასთან თანამოაზრეების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც მანამდე პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო დააკავა
10 / 15
საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ათასობით ადამიანი ღებულობს
11 / 15
ჰესისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული
12 / 15
სანამ ნამახვანში მშენებლობის მოწინააღმდეგეების „შეტევის “ მოსაგერიებლად ემზადებოდნენ, აქცია გაიმართა თბილისში - მისი მონაწილეები იყვნენ მიტანის სერვისების კურიერები, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს აქციის მონაწილეებისადმი
13 / 15
საპროტესტო აქციაზე „ნამახვან ჰესის“ მახლობლად ასევე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც
14 / 15
ხელისუფლებამ მომიტინგეებს შეხვედრა და მოლაპარაკება შესთავაზა. წინა დღეს ასეთი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ქუთაისის მერიის შენობაში გაიმართა
15 / 15
მოლაპარაკებების მთავარი შედეგი ისაა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მსგავსი შეხვედრების გამართვაზე