მინესოტის შტატის პოლიციამ გაავრცელა შეტყობინება, რომ სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელ ქალს დაკავებისას ელექტროშოკერი ცეცხლსასროლ იარაღში აერია და აფროამერიკელ დანტე რაიტს რამდენიმე ტყვია ესროლა. ამას შტატში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
აქციები გაიმართა მინეაპოლისის მეგაპოლისში შემავალ ქალაქ ბრუკლინ-სენტერში, პოლიციამ მინიმუმ 40 მომიტინგე დააკავა, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი.