აღდგომა პასკის გარეშე წარმოუდგენელია. პასკა იგივე ტკბილი პურია, რომელსაც მრავალი საუკუნეა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აცხობენ.
უფრო კონკრეტულად კი მისი პირველად მომზადება ებრაულ დღესასწაულ პასექს უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ებრაელები მას საფუარის გარეშე, ხოლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში საფუარით ამზადებენ.
ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ახალი ინგრედიენტის გამოყენებაც დაიწყეს — იყენებენ თეთრ და შავ შოკოლადს, ქიშმიშს, ცუკატს და ჩირს.