ყვითელი ამბები

მარიამ სანოგოს შვილი გაიზარდა - ნახეთ ვის ჰგავს აფრიკული წარმოშობის მოდელის ვაჟი

უცხო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე მოდელი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება. მარიამ სანოგო ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს.
Sputnik

მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო კრეატიული პიროვნებაა. ის განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ცდილობს ხელმომწერებს ახალი ფოტოები ხშირად შესთავაზოს. მარიამი ბოლო დროს მეუღლესთან და შვილთან - უსაყვარლეს ზუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უფრო ხშირად აქვეყნებს. ცდილობს ყველა წესის დაცვით შეხვდეს მეგობრებს და მათ თავისი პოზიტივი გაუნაწილოს.

ქართულ სამოდელო სივრცეში ეგზოტიკური გარეგნობა უცხო და თვალშისაცემია. მარიამ სანოგო დედით ქართველი, ხოლო მამით აფრიკელია, კერძოდ, ბურკინა-ფასოდან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრ სირთულეს აწყდებოდა, თვლის, რომ მამას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გოგონას მეორე ნახევარი მამის მოძებნასა და მათ შორის კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.

მარიამის რჩეული ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც ქორწინებამდე 3 წელი იცნობდა. წყვილის მეგობრული ურთიერთობა მარიამის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებზე კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილია, ახალბედა მშობლები შავგვრემან ვაჟს დამოუკიდებლად ზრდიან.