პატარა ჯოი თამაშის დროს თავით კიბის მოაჯირში გაიჭედა, საშველად კი მშობლებს უხმო.
ბავშვის მამამ არაერთხელ სცადა შვილის მოაჯირიდან გამოხსნა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ძაღლები ჯოის არ მოშორებიან, კარგა ხანს კი მხსნელ მამას თათებით ანიშნებდნენ, რომ „რაღაცის თქმა სურდათ“. ბოლოს მათ გამოსავალი მოიფიქრეს და „დაზარალებულს“ უკნიდან მიაწვნენ, რამაც ის სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.