თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეებიც.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომანქანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.