ყვითელი ამბები

„რა კარგი ხარ, ადამიანო...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ვარლამ გოლეთიანით მოიხიბლა

ალექსანდრა პაიჭაძემ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს სოციალურ ქსელში ფოტო მიუძღვნა
Sputnik

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რიონის ხეობის მკვიდრის ვარლამ გოლეთიანის ფოტოს აქვეყნებს და ხოტბას ასხამს. „რა კარგი ხარ, ადამიანო. მთელი სამყაროს ძალა შენს იდეას და გონებას!“, - ურთავს წარწერად ფოტოს მოდელი. როგორც ჩანს, ალექსანდრა ვარლამით მოიხიბლა.

ბოლო დროს ვარლამი განსაკუთრებით აქტუალური გახდა სოციალურ ქსელებში. ის დეკანოზ ლევან გოლეთიანის ვაჟია, რიონის ხეობისა და ლეჩხუმის 28 სოფლის ერთადერთი მღვდლის, რომელიც ოჯახთან და შვილებთან ერთად მართავს აქციებს „ნამახვანჰრსის“ წინააღმდეგ.

პროტესტი და შეთავაზება – „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

რიონის ხეობის გადარჩენისთვის - ასე ჰქვია გვერდს „ფეისბუქში“, სადაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი, საზოგადოებას ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდის. ვარლამი 27 წლისაა, ქართულ ფოლკლორს ასწავლის და გალობს, ტვიშში მშობლებთან და ძმასთან ერთად ცოლიკოურის ჯიშის ვაზს აშენებს.

პროტესტმა უკვე იმერეთის რეგიონის ცენტრს მიაღწია და არ არის გამორიცხული, მთელ საქართველოს მოედოს. ამჟამად აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე ქუთაისის ცენტრშია შეკრებილი და უკმაყოფილებას იქ გამოხატავს.