15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ

თავდაპირველად ეს დღე „ვალენტინობის“ ალტერნატივად დაწესდა, თუმცა ქართველი შეყვარებულები სიყვარულის დღეს უკვე წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული საქართველოში უკვე ოცდამესამედ აღინიშნება. 

ათასმეერთედ სიყვარულსა და სასიყვარულო ბარათებზე

სიყვარულის დღედ 15 აპრილი საქართველოში 1993 წელს დაწესდა ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილი მისი ინიციატორის დაბადების დღეც არის და მან ეს დღესასწაული თავის საყვარელ მეუღლეს — მაიას მიუძღვნა. 

ქართული სიყვარულის დღე შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა, თუმცა ქართველ შეყვარებულებს ეს ხელს არ უშლის, რომ ორივეჯერ აღნიშნონ სიყვარულის დღესასწაული. 

ტრადიციულად ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს რომანტიკულ საჩუქრებს ჩუქნიან. 

საინტერესოა, რომ 15 აპრილს სიყვარულის დღეს ასევე აღნიშნავენ ყაზახეთში, სადაც ეს დღესასწაული 2011 წელს დაწესდა.