პაატა იმნაძე: კორონავირუსის გავრცელებას იმით ვაკავებთ, რომ რეგულაციები მუშაობს

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლმა მართალია იმატა, მაგრამ ის არ არის გაორმაგებული და გასამმაგებული,  როგორც ეს იყო გასული წლის სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბერში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
Sputnik

 

პაატა იმნაძე: კორონავირუსის გავრცელებას იმით ვაკავებთ, რომ რეგულაციები მუშაობს
„ჩვენ კორონავირუსის გავრცელებას დღეს იმით ვაკავებთ, რომ შემოღებული რეგულაციები მუშაობს და თუ ამას ისიც დაემატება, რომ ჩვენი მოქალაქეები პირბადის ტარების წესს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, მაშინ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით „დავუძვრებით“ უახლოეს თვე ნახევარს და ზაფხულში დავუბრუნდებით მეტ-ნაკლებად ნორმალურ ცხოვრებას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.085-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  291.214-ს მიაღწია.