ყვითელი ამბები

„მეგრელებო, ყურადღებით მოუსმინეთ...“ – ნანიკო ხაზარაძემ მეუღლესთან ერთად მეგრულად იმღერა

ნანიკო ხაზარაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანის პოზიტიური ხასიათი გადამდებია.
Sputnik

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ!“ – მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.