თქვენ დაგჭირდებათ:
- პომიდორი — სასურველი რაოდენობით,
- კვერცხი — იმდენი, რამდენ პომიდორსაც შეარჩევთ;
- ყველი — თითო პომიდორზე საშუალოდ 30 გრამის გათვლით.
- მარილი, ორეგანო და სხვა სუნელები თქვენი გემოვნების მიხედვით;
- ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი
აიღეთ პომიდვრები და მოაჭერით თავები, შემდეგ კი კოვზით ფაქიზად ამოუღეთ გულები. მოჭრილი თავები არ გადაყაროთ;
ჩაასხით სათითაოდ ყველა პომიდორში ცოტა ზეითუნის ზეთი და ჩაუშვით კვერცხი;
მოაყარეთ მარილი, შერჩეული სუნელები და ფრთხილად მოურიეთ კვერცხს კოვზით;
შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და პომიდვრებს დაახურეთ მოჭრილი თავები. უკეთ დასამაგრებლად შეგიძლიათ კბილის ჩხირები გამოიყენოთ;
მოაფინეთ ჰაერღუმლის ტაფას ფოლგა და დაალაგეთ ზედ პომიდვრები. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
როცა კერძი მზად იქნება, ამას თვალით შეატყობთ.
გამოიღეთ ღუმელიდან და გემრიელად მიირთვით!