თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კომპანია Pfizer-მა ვერ აღმოაჩინა თრომბოემბოლიური გართულებების მტკიცებულებები BioNTech-თან ერთობლივად შემუშავებული პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ, რის შესახებაც კომპანიამ საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.
„მსოფლიოში 200 მილიონი დოზის გავრცელების შემდეგ Pfizer-მა ვაქცინა Pfizer/BioNTech BNT162b2-ის უსაფრთხოების მიმდინარე მაჩვენებლების ვრცელი შეფასება ჩაატარა და ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები, რომ არტერიული თუ ვენოზური თრომბოემბოლიური გართულებები — თრომბოციტოპენიით თუ მის გარეშე, ჩვენი ვაქცინის გამოყენების რისკებთან ასოცირდება“, — ნათქვამია Pfizer-ის განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, მათ ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტების შესახებ ყველა ის მონაცემი გააანალიზეს, რომელიც 2021 წლის 27 მარტამდე ჰქონდათ მიღებული.