„თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ელექტროგამანაწილებელი კომპანია 14 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

COVID-19 საქართველოში – 13 აპრილის მონაცემები

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, „თელასის“ მომსახურების ცენტრები აბონენტების მიღებას 14 აპრილიდან დროებით შეაჩერებენ. კომპანიის მომხმარებლები  კი სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით, ონლაინ–რეჟიმში ისარგებლებენ.

„კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია  საინფორმაციო ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური Facebook-გვერდისა და ვებგვერდის მეშვეობით. ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ელეტროგამანაწილებელმა კომპანიამ ანალოგიური გადაწყვეტილება პირველად 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს მიიღო.