დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის აღკვეთის ზომას შეცვლის და მას პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლებს.
ნიკანორ მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ის 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
მელიას დაპატიმრება ერთ-ერთი მთავარი თემაა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებებისას. პროკურატურამ თანხმობა განაცხადა აღკვეთის ზომის ცვლილებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მელია 40 ათასი ლარის გირაოს გადაიხდის.