ცეკვა „რაჭული“ სეიშელის კუნძულებზე – ულამაზესი ვიდეო

ცნობილი ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე სეიშელის კუნძულებს სტუმრობს. მოგზაურმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ულამაზესი ბუნების ფონზე „რაჭულს“ ასრულებს.
Sputnik

კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკასთან, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით მდებარეობს. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით.

სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 97 ათას ადამიანს შეადგენს.