ყვითელი ამბები

„ლოგინიდან არ ვდგებოდი“ – ნინუცა მაყაშვილმა ცხოვრების დრამატული მომენტები გაამხილა

მხიარული მაყაშვილების დეპრესიული განწყობით წარმოდგენა რთულია, თუმცა ნინუცა მაყაშვილმა პირადი ცხოვრების ნეგატიურ ეტაპზე საჯაროდ ისაუბრა.
Sputnik

პოზიტიურმა არტისტმა და ტელესახემ ცხოვრების რთული პერიოდი გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გაიხსენა. „შვიდი თუ რვა წლის წინ დეპრესიამ ძალიან შემომიტია. იმდენად ემოციური და მგრძნობიარე ვარ, რომ შეიძლება მოხუცი დავინახო, რომელიც მოწყალებას ითხოვს და მთელი დღე ამომიტრიალდეს. თვე-ნახევარში 21 კილოგრამი დავიკელი. ლოგინიდან არ ვდგებოდი, რადგან აზრი არ ჰქონდა არაფერს. საერთოდ არავინ და არაფერი არ მინდოდა“, – იხსენებს ნინუცა.

ნინუცა აცხადებს, რომ პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. „ვხუმრობ ხოლმე: პირადში იმიტომ არ მიმართლებს, მგონი, დაწყევლილი ვარ, ჯადო გამიკეთეს, მოჯადოებული ვარ-მეთქი. ბედისწერის მჯერა და ცხოვრებაში, უბრალოდ, თუ არ არის საჭირო იმ მომენტში, ისე არ ხდება. წლები რომ გადის, მერე ხვდები, შენს ცხოვრებაში ვინ გაკვეთილი იყო და ვინ – მწარე გამოცდილება”, – განაცხადა მსახიობმა.

ყველასათვის ცნობილი მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. რუსკა და ნინუცა დედას მკაცრს უწოდებენ. თამარ მაყაშვილსა და ცნობილ ქალიშვილებს შორის ხშირად დგება გაუგებრობა. ნინუცას პირველი ქმარი არანაკლებ პოპულარული თეატრის მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მეორე იყო.

მხიარული ქართველი არტისტი ბევრისთვის საყვარელ მსახიობად იქცა. ნინუცა მაყაშვილი ექსპერიმენტებით გამოირჩევა. ახალ ურთიერთობებს სტილის ცვლილებებიც მოჰყვა. მას უამრავი ტატუ აქვს. რეიტინგულ პროექტ „ყველაზე ძლიერში“ დავალების გამო თამამი ნაბიჯიც გადადგა და მაყურებელი გააოცა. ნინუცამ გრძელი თმა დაუფიქრებლად გადაიპარსა, რათა გუნდისთვის მოგება მოეტანა.