მაყაშვილი: ორსულად ვიყავი, როცა ქმარმა ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საუბრობს, რა მიზეზით დაშორდა მეუღლეს, ასევე მსახიობ ბესო ზანგურს.
Sputnik
მაყაშვილი: ორსულად ვიყავი, როცა ქმარმა ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა
„არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა“, - ამბობს მაყაშვილი.

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. მისი პირველი ქმარი თეატრის პოპულარული მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მისი მეორე მეუღლე გახლდათ.