ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს შემდეგ ვიზიტით სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს აპრილის ბოლოს ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ლიეტიუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ Twitter–ზე გაავრცელა. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავლისა და ევროკავშირის შუამავლობით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის გამართვის საკითხებს.

რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთმა ოპოზიციურმა არხმა თვის ბოლოსთვის საქართველოში ექვსი ევროპული ქვეყნის – ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთისა და საფრანგეთის – საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. თუმცა, საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მზადდება, რომელიც რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ადრე დაიგეგმა – ლანდსბერგისი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

 

საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ავთენტური დასახელება — ლიეტუვა (Lietuva), რაც წარმოადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტს იმაზე, რომ 3 მაისიდან ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელწოდება დამკვიდრდა. ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში სახელწოდება „საქართველას" გამოიყენა.