კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა

რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. განახლებული სატრანსფერო ღირებულება ავტორიტეტულ გამოცემა Transfermarkt-ს მოჰყავს.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ნახევარმცველის წინა სატრანსფერო ღირებულება (10 მლნ ევრო) რეკორდის განმეორება იყო. თავის დროზე ამავე თანხით ფასდებოდა ცენტრალური მცველი საბა კვერკველია.

თათრეთის სპორტის მინისტრი: კვარაცხელიას დატოვება ყაზანში კარგი იქნებოდა, მაგრამ...

რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მე-13 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელიკლუბი, ქვეყანაღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია„რუბინი“, რუსეთი15,0
დავით ხოჭოლავა„შახტიორი“, უკრაინა3,5
გიორგი ჩაკვეტაძე„გენტი“, ბელგია3,2
საბა კვერკველია„როტორი“, რუსეთი3,0
ოთარ კიტეიშვილი„შტურმი“, ავსტრია3,0