კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.374-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 290.129-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.374 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 756 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 161, აჭარა – 116, იმერეთი – 97, შიდა ქართლი – 80, ქვემო ქართლი – 61, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 30, გურია – 15, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8. 
COVID-19 საქართველოში – 13 აპრილის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278 251-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.894-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 7.958 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.445 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352.

400 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 323 ადამიანი, მათ შორის 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5.190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 84, ხოლო აჭარაში – 8. თვითიზოლაციაში იმყოფება 12.834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.813 პირი, აჭარაში – 1.983, იმერეთში – 958.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.374-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 290.129-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.