ორიგინალური სასჯელი: წარუმატებელი ფეხბურთელები მიწაზე სამუშაოდ გაგზავნეს

ამ ორიგინალური სასჯელის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა პირველივე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბელარუსული საფეხბურთო კლუბი „რუხ ბრესტი“ ეროვნულ ჩემპიონატში წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ ერთ-ერთ კოლმეურნეობაში გაგზავნეს მინდვრებში სამუშაოდ, იუწყება პორტალი Tribuna კლუბის სპორტულ დირექტორ სერგეი პრისიაჟნიუკზე დაყრდნობით. 

EURO-2022-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

აღინიშნება, რომ „რუხ ბრესტის“ წარუმატებლობა ფრედ დამთავრებული შეხვედრების სერიაში გამოიხატება.

„დიახ, ეს სიმართლეა. კოლმეურნეობაში წავედით. ცოტა წავიმუშავეთ, ჰაერი ჩავყლაპეთ. ასეთი თავისებური თიმბილდინგი გვქონდა“, — თქვა მან.

სპორტული დირექტორის თქმით, ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო და იდეას ყველა ფეხბურთელმა დაუჭირა მხარი.

თუმცა კლუბთან დაახლოებულმა ინსაიდერებმა პორტალს აცნობეს, რომ სინამდვილეში ფეხბურთელების მინდორში სამუშაოდ გაგზავნა იყო არა თავად ფეხბურთელების, არამედ გუნდის დირექტორის ალექსანდრ ზაიცევის გადაწყვეტილება.

  • „მას უნდოდა ეჩვენებინა ფეხბურთელებისთვის, როგორ გამოიმუშავებენ ფულს ჩვეულებრივი ბელარუსები“, — ციტირებს ჟურნალი ინსაიდერებს.

აღსანიშნავია, რომ ამ „სასჯელის“ შემდეგ გუნდმა პირველივე შეხვედრა მოგებით დაასრულა და ამ დროისათვის „რუხ ბრესტი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა.