ძიუდო: ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

პორტუგალიის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატი 16-18 აპრილს გაიმართება. ტურნირში 45 ქვეყნის 365 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილებას.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik.  საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი, +100 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი ლისაბონში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში.

ფედერაციის წარმომადგენლის თქმით, ზაალიშვილის ადგილს ნაკრებში ლევან მატიაშვილი დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზაალიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 14 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი (9 მამაკაცი და 5 ქალი):

თემურ ნოზაძე (-60 კგ)

ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)

ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)

ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე –90 კგ)

ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე -100 კგ)

გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ)

მარიან ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა–შუკვანი (ორივე -52 კგ)

ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)

მარიამ ჭანტურია (-70 კგ)

სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

პორტუგალიის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატი 16-18 აპრილს გაიმართება. ტურნირში 45 ქვეყნის 365 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილებას.