ბრაზილიაში იესო ქრისტეს სიდიდით მესამე ქანდაკება იგება - ფოტო

Sputnik

ქრისტეს ახალი ქანდაკების დადგმის სამუშაოები, რომელიც მსოფლიოში მესამე იქნება სიდიდით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 350 ათასი დოლარია.

ქანდაკების სიმაღლე პედესტალიანად 43 მეტრია, ხელების ზომა - 36 მეტრი. ასევე იგეგმება ლიფტის დამონტაჟება, რომელიც ტურისტებს 40 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ სპეციალურ ვერანდაზე აიყვანს.

 

1 / 6
იესო ქრისტეს 43 მეტრის სიმაღლის ახალი ქანდაკება სიდიდით მსოფლიოში მესამე იქნება
2 / 6
ის ზომებით ჩამორჩება მხოლოდ ინდონეზიის ქანდაკებას, რომელიც 52,55 მეტრის სიმაღლისაა და პოლონეთისას - 52,2 მეტრი
3 / 6
ტურისტებისთვის ქანდაკებაში მოეწყობა ლიფტი, რომლითაც ისინი სპეციალურ ვერანდაზე ავლენ
4 / 6
სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს ყოფილი მერის - გილსონ კონზატის ვაჟი და ქრისტეს მეგობრების ასოციაცია
5 / 6
პროექტი ფინანსდება კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით
6 / 6
სამუშაოების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება