დაგეხმარებათ ღვიძლის სწრაფად აღდგენაში: ექიმი ასახელებს პროდუქტს

ექიმის განმარტებით, მათთვის, ვინც ანტიდიაბეტურ პრეპარატებს იღებს, ამ პროდუქტის მიღება იკრძალება
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ღვიძლის დაავადებებისა და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის მქონეებს პრობლემების მოგვარებაში კურკუმა დაეხმარება, აცხადებს პოპულარული ექიმი–დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა.

ინდოსტანის ლოტოსი: კურკუმა ცელულიტების წინააღმდეგ და მკერდის ზრდისთვის

მისი თქმით, ნივთიერება კურკუმინის განსაკუთრებულობა ანთების საწინააღმდეგო თვისებებშია: ის აქრობს აკნეს, ახორცებს მცირე ჭრილობებს, ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში — ცილისა, რომელიც ადამიანის ძვლებში, მყესებში, ხრტილოვან და სხვა ქსოვილებში შედის.

ექიმი გვირჩევს, კურკუმა აუცილებლად შევიტანოთ რაციონში როგორც ფლავების, ხორცისა და თევზის, ასევე ბოსტნეულის კერძების საკმაზი.

„კურკუმა — ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის დეპრესიას, ეფექტურია ღვიძლის სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში“, — ამბობს ექიმი.

ოღონდ იქვე აზუსტებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებს, კურკუმა რეკომენდებული არ არის.

კორაბლიოვას განმარტებით, არეგულირებს რა შაქრის დონეს, კურკუმა შიმშილის გრძნობას თრგუნავს და, შესაბამისად, ეს შესანიშნავი პროდუქტია დიეტაზე მყოფებისთვის.

ექიმი განმარტავს, რომ კურკუმის კალორიულობა დაახლოებით 325 კილოკალორიაა 100 გრამ ფხვნილზე.