ჩვილის სწრაფად დაძინების უებარი მეთოდი: იმიტაციის ეფექტი

იმისათვის, რომ ჩვილმა სწრაფად და უპრობლემოდ დაიძინოს, არც თავად გაღიზიანდეს და არც მშობლები გადაღალოს, ერთ უებარ მეთოდს გთავაზობთ
Sputnik
შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.

მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.

თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.

ესენია:

  • ძილთან დაკავშირებული მკაფიოდ განსაზღვრული რიტუალების არარსებობა;
  • ძილის წინ აქტივობა და ბავშვის ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა;
  • ძილისთვის შეუსაბამო ვითარება.

პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.

​ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;

შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);

ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.

საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს.