ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადეიშვილმა შესაბამისი განცხადებით უწყებას უკვე მიმართა.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას მოითხოვს. 

ზურაბ ადეიშვილს კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანეს

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ადეიშვილმა შესაბამისი განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა.

უწყებაში მიმდინარეობს საქმის განხილვა, რომელიც კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში, მაისში უნდა დასრულდეს.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დატოვა. ბოლო წლებში ადეიშვილს უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობები უკავია.

საქართველოში ზურაბ ადეიშვილის სახელი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეში. სამშობლოში მისი ექსტრადირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.