ყვითელი ამბები

„ეს ვირუსი ბუნებრივ მოვლენას არ ჰგავს“ – თეა დარჩია კორონავირუსს ნაკურთხი წყლით ებრძვის

ცნობილი ქორეოგრაფი სახიფათო ვირუსს ებრძვის. ნახეთ რას ფიქრობს კორონავირუსთან დაკავშირებით თეა დარჩია.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქორეოგრაფი თეა დარჩია კორონავირუსს ებრძვის. მოცეკვავეს გასულ სამშაბათს სახსრების ტკივილი დაეწყო და საკუთარი სახლის ერთ ოთახში მეუღლისგან და ოთხი შვილისგან იზოლირდა.

როგორც „პრაიმტაიმთან” ამბობს, გრძნობს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი, სვამს ნაკურთხ წყალს და ცდილობს მოერიოს. „რაღაც მღრღნის… სისხლძარღვებში და უჯრედებში რომ რაღაც ხელოვნული მატრიცასავით დახოხავდეს, ასეთი შეგრძნება მაქვს. შეგრძნებების დონეზე გავიაზრე რაც არის ეს ვირუსი. ეტყობა, რომ „ხელოვნური ვინმეა”. ვირუსი, ტკივილი, ყველაფერი განმიცდია. ეს ვირუსი ბუნებრივ მოვლენას არ ჰგავს“, – ამბობს ქორეოგრაფი.

„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს – 28 წლის მარიამი, 18 წლის მირიანი, 9 წლის იოანა და 6 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო.

გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები – დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.