ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხევევაში ბიზნესმენს სასჯელის სახით ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, კოდუამ ცოლისა და ქალიშვილის მიმართ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. ბიზნესმენი მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მეტი დეტალები არ ვრცელდება.

დავით კოდუა შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ძმაა.