ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

ქართველი ჩოგბურთელი მონტე-კარლოში გადაინაცვლებს, სადაც გამოსვლას სერბ ფილიპ კრაიინოვიჩთან (36) დაპირისპირებით დაიწყებს.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს რეიტინგში პოზიციები ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და 37-ე ადგილიდან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშა

გასულ კვირაში ბასილაშვილმა კალიარიში АТР-250 სერიის ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღია და 90 რეიტინგული ქულა მოიპოვა – ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი სერბ ლასლო დიერესთან (Laslo Djere) ორ სეტში – 2:6, 0:6 დამარცხდა.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, მონტე–კარლოში დაგეგმილი „მასტერსია“. პირველ წრეზე ქართველი ჩოგბურთელი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) დაუპირისპირდება.

სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს კორტებზე სამჯერ შეხვდნენ, ჯერჯერობით წარმატება ბასილაშვილის მხარესაა – 2:1. ბოლო შეხვედრა ექვსი წლის წინ გაიმართა.

ბასილაშვილსა და კრაიინოვიჩს შორის შეხვედრა 13 აპრილს გაიმართება.