ყვითელი ამბები

„ჩემთან უნდა დაწვეო...“ – შორენა ბეგაშვილმა ტელევიზიის დირექტორი ამხილა

შორენა ბეგაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის დირექტორი ეკრანზე გამოჩენის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.
Sputnik

ტელეწამყვანმა და მოდელმა შორენა ბეგაშვილმა საკუთარი გადაცემის მონოლოგში რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის დირექტორი ეკრანზე გამოჩენის სანაცვლოდ მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას სთავაზობდა.

ბეგაშვილის თქმით, დირექტორმა წარმატების ფორმულად ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანი დაუსახელა, რომელმაც, მისი თქმით, ასე გაიკვლია გზა. მოდელმა აღნიშნა, რომ ამ შეთავაზებიდან ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი იჯდა სახლში, მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა დედას ძალიან სჭირდებოდა ეს ხელფასი.

შოუბიზნესის სკანდალური წარმომადგენელი პირად სივრცეს საჯაროდ არ განიხილავს. შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში უკანასკნელი პერიოდი პირველი შემთხვევაა, როდესაც ის გრძნობებს აღარ მალავს. დავით ბაგრატიონთან გასაიდუმლოებული რომანის და შემდეგ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან საიდუმლო ქორწინების მერე მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ურთიერთობაშია.

ყველამ გაიგო, რომ შორენას ახალი პარტნიორი ლაშა ბარათელია. როგორც თავად ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.