მალტაზე წამსვლელთა საყურადღებოდ: ტურისტებს კომპენსაციას სთავაზობენ

მათ, ვინც დასვენებას მალტის არქიპელაგის კუნძულ გოზოზე გადაწყვეტს, 10%-ით მეტ კომპენსაციას გადაუხდიან
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. მალტის ხელისუფლება 200 ევრომდე კომპენსაციის გადახდას გეგმავს იმ უცხოელთათვის, რომლებიც ქვეყანაში სამ დღეს მაინც გაატარებენ, იუწყება РИА Новости.

როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი: ჯანმოს პროგნოზი

კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია აპარტამენტების კლასზე. ტურისტებს, რომლებიც ხუთვარსკვლავიან ნომრებს იქირავებენ, კომპენსაციის სახით 200 ევროს გადაუხდიან, ოთხვარსკვლავიან აპარტამენტებში - 150 ევროს, სამვარსკვლავიანებში - 100 ევროს.

მალტის ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ აღნიშნა, რომ 10 პროცენტით გაიზრდება იმ ტურისტების კომპენსაცია, ვინც დასვენებას მალტის არქიპელაგის კუნძულ გოზოზე გადაწყვეტს.

კუნძულოვანი სახელმწიფოს ეკონომიკის მეოთხედზე მეტს ტურისტული სექტორი აგენერირებს. პანდემიის გამო დარგი ფაქტობრივად გაჩერებდა. თუ 2019 წელს ქვეყანას ეწვია 2,7 მილიონზე მეტი ადამიანი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა.