ილო ბეროშვილი: 36 წლის ასაკში ისეთი რამ დამემართა, რაც 14 წლის ხალხს ემართება
© Sputnik
„მომავალ მეუღლეს მაშინ შევხვდი, როცა რადიოში, ერთთვიანი პროექტის დროს, თანაწამყვანები ვიყავით. რომ შემოვიდა ისე მომეწონა, რომ გამარჯობაც ვერ ვუთხარი. ხომ არის შემთხვევა, როცა ადამიანი ისე მოგეწონება, რომ გაშეშდები ხოლმე“, - იხსენებს ილო ბეროშვილი.
მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი: „რაღაც პერიოდში მას ვერაფერს ვწერდი, მერე მივწერე და ჩვენ მეგობრობა დავიწყეთ. იმ დროს პატარა ბავშვივით ვიყავი. სახლში როცა მოვდიოდი, ვფიქრობდი ხოლმე ეს რა სისულელე ვთქვი მეთქი“.