საქართველოს ნაკრების გამარჯვება: გზა ევრო-2022-ისკენ ფუტსალში - ფოტო

Sputnik

მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. მოთამაშეებთან გამარჯვებას აღნიშნავდნენ ქომაგებიც, რომლებიც თამაშს ესწრებოდნენ.

ევრო-2022-ის შესარჩევი ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო გასვლაზე გამართავს რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. თუ კი საქართველოს ნაკრები თამაშს ფრედ დაასრულებს, ან რომელიმე კონკურენტი ქულას დაკარგავს, ავთანდილ ასათიანის აღსაზრდელები პირველად ისტორიაში კონტინენტის პირველობისათვის იბრძოლებენ.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 6 იანვრიდან 9 თბერვლის განმავლობაში ნიდერლანდების ორ ქალაქში გაიმართება - ამსტერდამსა და გრონინგენში.

1 / 12
საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა
2 / 12
ეს მნიშვნელოვანი თამაში იყო, რომელსაც გადამწყვეტი ხასიათი ჰქონდა
3 / 12
მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული, მოხვდებოდა თუ არა საქართველო ევრო-2022-ზე
4 / 12
ახლა ქართულ გუნდს კონტინენტის პირველობის მოპოვების დიდი შანსები აქვს
5 / 12
თუმცა წინ მათ რუსეთის ნაკრებთან მატჩი ელით
6 / 12
ქართველ გულშემატკივარს გუნდის წარმატების ჯერა
7 / 12
გამარჯვების შემდეგ, ქართველი მოთამაშეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა
8 / 12
ნაკრებმა 10 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიმკვიდრა
9 / 12
ამ გამარჯვებით ქართული გუნდი შესაძლოა ავტომატურად გადაკვალიფიცირდეს ევრო-2022-ზე
10 / 12
თუმცა ყველაფერი მალე გაირკვევა
11 / 12
შესარჩევი ტურნირის რეგლამენტის თანახმად, რომელშიც 8 ჯგუფად დაყოფილი 32 ნაკრები მონაწილეობს, ფინალში მოხვდებიან ჯგუფების გამარჯვებულები, ასევე მეორე ადგილზე გასული 6 საუკეთესო გუნდი. დარჩენილ ორ მეორე ადგილოსანს შორის ფლეი-ოფში ევრო-2022-ის კიდევ ერთი საგზური გათამაშდება
12 / 12
ამ მომენტისათვის საქართველოს ნაკრები უწსრებს უნგრეთს, რომელმაც ხუტი შესარჩევი მატჩიდან სულ ექვსი ქულა მოაგროვა