საქართველოს და ლიეტუვას თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

დოკუმენტი ყოველწლიურია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, ნათქვამია ქართული უწყების ვებგვერდზე.

ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელწოდება შეცვალეს

2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარგირის აბუკევიჩიუსმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში მოხდა.

დოკუმენტი ყოველწლიურია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. 2021 წლის გეგმაში სხვადასხვა დონისა და შინაარსის ღონისძიებებია განსაზღვრული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც დოკუმენტით განსაზღვრული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და სტრატეგიული პარტნიორობა ყოველწლიურად კიდევ უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური ხდება.