ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გასვლით 90 რეიტინგული ქულა და საპრიზო 20,5 ათასი ევრო გამოიმუშავა.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით 37-ე ნომერი) კალიარიში АТР-250-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილმა სამ სეტში – 7:5, 4:6, 6:3 გერმანელი იან–ლენარდ შტრუფი დაამარცხა. შეხვედრა 2,5 საათი გაგრძელდა.

გადამწყვეტი მესამე სეტი აღმოჩნდა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა მაღალ დონეზე ჩაატარა. ბასილაშვილმა სამჯერ აიღო შტრუფის ჩაწოდება და მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა.

 ნახევარფინალში გასვლით ბასილაშვილმა 90 რეიტინგული ქულა და საპრიზო 20,5 ათასი ევრო გამოიმუშავა. ტურნირის საპრიზო ფონდი 408 ათას ევროს შეადგენს