ერთბაშად ორი ავარია უქმე დღეს: არიან დაღუპულები და დაშავებულები

ერთი ავარია კახეთის რეგიონის სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა, მეორე - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქ ზუგდიდში.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. შაბათს საქართველოში ორი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა - ვიდეო

შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაშავებულები გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ისინი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან.

მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. აქაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორივე შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით - „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“.