დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
ედინბურგის ჰერცოგს 100 წლის იუბილემდე 2 თვე რჩებოდა. მისი და ელიზაბეტის ქორწინება 73 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
პრინცი ფილიპი ბერძენი და დანიელი პრინცი ფილიპის ვაჟია. მან სამეფო ფლოტში მსახურობა 1939 წელს დაიწყო. 1947 წელს ფილიპი ბრიტანულ გვარზე გადავიდა ფლოტში კარიერის გასაგრძელდებლად; მოგვიანებით ის გახდა მაუნტბატენი - ეს დედის მხრიდან ნათესავების გვარი იყო. ქორწინების შემდეგ ფილიპი ედინბურგის ჰერცოგი გახდა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი მან კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: უელსის პრინცი ჩარლზი, პრინცესა ანა, იორკის ჰერცოგი - პრინცი ენდრიუ და უესსექსის გრაფი - პრინცი ედვარდი.