თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი რუსი ტურისტი დაიღუპა, კიდევ 26 დაშავდა, განუცხადა РИА Новости-ს ანტალიაში რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელმა.
„10 აპრილს დაახლოებით 09:30 საათზე კონია-აქსარაის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობუსის მონაწილეობით, რომელსაც კაპადოკიაში გადაჰყავდა 32 რუსი ტურისტი, რომლებიც ანტალიაში ტუროპერატორ „პეგას ტურისტიკის“ ხაზით ისვენებდნენ“, - განაცხადა მან.
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა.
„სამწუხაროდ, თურქეთის ხელისუფლებამ ერთი ტურისტი ქალის გარდაცვალება დაადასტურა“, - აღნიშნა მან.
დაშავებულები კონიასა და სელჩუკლუში მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ.
რუსული დიპლომატიური უწყებები ანტალიაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახლო კონტაქტშია.
ტრაგედიის ადგილზე გაემგზავრნენ რუსი დიპლომატები, რომლებიც დაშავებულებს საკონსულო დახმარებას გაუწევენ და დეტალებს დაადგენენ, იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.